ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა გუნბასთან გამართულ თათბირზე, სადაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებები განიხილეს. ბარციცის თქმით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივ კონტროლზე აქვს აფხაზეთის მოქალაქე სტუდენტების სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების საკითხი, რომლებსაც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. მისი განცხადებით, გუნბას დავალებით, აფხაზური მხარე რუსეთის შესაბამის უწყებებთან მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი სტუდენტები რუსეთის სამხედრო კომისარიატებში სამხედრო აღრიცხვაზე არ დააყენონ.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



