მათივე ცნობით, ფაქტზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცეს საგამოძიებო უწყებას. შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა“, – აცხადებს უწყება.
რუსთავის ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური



