არხის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ექიმი პაციენტის, გვარად დოჩიას რეგისტრაციას ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს პაციენტის ნათესავი, მოქალაქე ა. ხარჩილავა დაესხა თავს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. არხი წერს, რომ ექიმი თავდასხმის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. „ЧП АБХАЗИЯ“ ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა თავდამსხმელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



