აღსანიშნავია, რომ დიტო სამხარაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეგიონული მდივანია, ანუ პარტიაში რეგიონებს კურირებს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, დიტო სამხარაძის მამას ეს თანხა 2026 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გამართულ კონცერტებში, ანუ 5 თვეში გადაუხადეს. ბოლო კონცერტი ვიტალი სამხარაძემ 22 სექტემბერს წყალტუბოში გამართა. წყალტუბოს მერიამ დიტო სამხარაძის მამას სოლო კონცერტში 55 000 ლარი გადაუხადა. 58 500 ლარი გადაუხადა ქუთაისის მერიამ ვიტალი სამხარაძეს 4 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ სოლო კონცერტში.
ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



