განაცხადების შევსებაში მოქალაქეებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისეებიც ეხმარებიან. რუსეთის ელჩის განცხადებით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი გახდა თვეში 400-მდე განაცხადის დამუშავება, ხოლო ოქტომბრის შედეგებით ეს მაჩვენებელი 600-მდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, იგეგმება საინფორმაციო სტენდების დამზადება და რაიონებში განთავსება, რომლებზეც მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია იქნება. გლადკოვის თქმით, ამის შედეგად მოქალაქეებს საჭირო დოკუმენტების სიის მისაღებად მხოლოდ ამ მიზნით სოხუმში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება



