უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 21:00 საათზე ორი მამაკაცი ქალს, სავარაუდოდ, ქვებით სცემდა – “ექიმებმა მას დაუდგინეს თავის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის ჰემატომა და ზედა ქუთუთოს ჭრილობით-დაჟეჟილი დაზიანება”. დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, ადგილზე მისულმა მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს აფხაზეთში დროებით მცხოვრები ორი პირი – რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმებაზე უარი თქვეს. სოხუმის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს ადმინისტრაციული პატიმრობა, 15-დღიანი ვადით, შეუფარდა.