„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამხრეთ ოსეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მარაკ კამბოლოვმა ხმების 84.95% მიიღო და ე.წ. პრეზიდენტად გამოცხადდა.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.