ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მას აცნობა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ. „არის კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: უკრაინა მიიღებს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე ზელენსკი იუწყებოდა, რომ უკრაინა შეთანხმდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების პაკეტის მიწოდებაზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დადებითად არის განწყობილი Patriot-ის რაკეტების ლიცენზიების გადაცემის მიმართ. მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის შესახებ.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.