06.10.2026 06.10.2026 სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო. უწყება ამბობს, რომ EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.

„შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015)“, – ამბობს სამინისტრო.

„არაფერი გადაწყვეტილა“ – რა თქვა მიქანაძემ 21-ე სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა „ისტორია არაა სადღეგრძელოების კრებული“ – რას ვასწავლით სკოლაში 06.10.2026 თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს 06.10.2026 პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე 06.10.2026 პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 06.10.2026 ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი 06.10.2026 ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს 06.10.2026 პაპუაშვილი დავითაძის საქმის გაშუქების გამო ონლაინმედიებს აკრიტიკებს X