მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა. „ნეტგაზეთს“ ნიკა ჩერქეზიშვილი ეუბნება, რომ ბავშვი სკოლის ნანგრევებზე შემოვლებულ ღობეზე დაშავდა იმ დროს, როცა სამარშრუტო ტაქსით მოიყვანეს მიმკედლებელი სკოლიდან. ფოტოების მიხედვით ადგილზე ლითონის ღობეა განთავსებული. ჩერქეზიშვილის თქმით, სკოლა მეხუთე სასწავლო წელია დანგრეულია. „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მე-5 კლასის მოსწავლე გოგონამ, რომელიც ახლა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ.
მე-14 საჯარო სკოლა უკვე მეხუთე სასწავლო წელია რაც დანგრეულია, ამ სკოლის მოსწავლეები სამარშრუტო ტაქსებით დაჰყავთ ამ სკოლიდან 8 კმ-ით დაშორებულ სკოლაში, იქ ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას…. ეს შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა ბავშვები სამარშრუტო ტაქსებით დააბრუნეს სკოლასთან“, – თქვა ნიკა ჩერქეზიშვილმა. მისი თქმით, აყენებენ „ოცნების“ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ როგორც ხელისუფლების, ისე განათლების სამინისტროს, მერიისა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



