02.11.2026 02.11.2026 ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან დღეს, 2 ნოემბერს, სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მასზე განხორციელდა ფსიქიკური და მორალური წამების ფაქტი მანამდე, ვიდრე საქმეზე დაიწყებოდა გამოძიება, იმ მიზნით, რომ მას ქრთამის აღების შესახებ მომავალი ბრალდება ეღიარებინა… საგამოძიებო ორგანო ვალდებული იყო გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე მასზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე. დღემდე გამოძიება დაწყებული არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ და მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც ეს ექვემდებარება, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მამუკა მდინარაძის მხრიდან ზეწოლას, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ მის მიერ ციხეში შეგზავნილ წერილსა და ახალი ბრალის აღიარებაზე საუბრობდა, ადვოკატი არ აკონკრეტებს. „როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულის, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, არ ვაკონკრეტებ, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს.

მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს. პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება. ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.

წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა. 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილი პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

ღარიბაშვილი ტაქტიკას ცვლის იმედი მაქვს, სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი – ღარიბაშვილის წერილი ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ ესწრება კობახიძე არ ელის სამართლებრივ დევნას მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ 02.11.2026 პრემია „ლიტერა“ 2026 -ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია 02.11.2026 RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა 02.11.2026 გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 02.11.2026 თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით 02.11.2026 ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურა 02.11.2026 Amnesty International ალიევისგან ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს X