„არ გრცხვენიათ?!“ – ისმოდა ემიგრანტების შეძახილები. მაკა ბოჭორიშვილი რესტორანში ემიგრანტების შეძახილების ფონზე შევიდა. ბოჭორიშვილს თან ახლდა თავის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე და საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის არჩილ ყარაულაშვილი. თავდაპირველად ემიგრანტებში გავრცელებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა ეს ინფორმაცია ან სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ან პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან მისვლა გადაიფიქრა. ემიგრანტებმა არჩილ ყარაულაშვილს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაზე ჰკითხეს.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.