ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ადრე მისი ექსტრადიცია იყო მოთხოვნილი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
SJC-მ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა



