30.10.2026 30.10.2026 ეკონომიკური ზრდის ტემპი სექტემბერში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. თვიურ ჭრილში 2026 წლის სექტემბრის მშპ-ის ზრდის ტემპი 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალია. 6.8%-მდეა შემცირებული ზრდის ტემპი მესამე კვარტალშიც. საქსტატის ცნობით, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი მშენებლობამ, ინფორმაცია და კომუნიკაციამ, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ვაჭრობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა შეიტანა.
დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა. სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 19.6%-ით, იმპორტი 5.3%-ით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 9.2%-ით. პარალელურად, 5.6%-მდე გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც (ინფლაცია). მონაცემები იმის შესახებ ჩაშლილად, თუ რომელ სექტორში რა მოცულობის ზრდა ან კლება დაფიქსირდა მესამე კვარტალში, დეკემბერში გამოქვეყნდება.
5 დღეში ანაზღაურების სახით მიღებული ₾159 000 — აუდიტის ანგარიში კობახიძის კიდევ ერთი მანიპულაცია — რეალური ეკონომიკა 13 წელიწადში 101%-ით გაიზარდა და არა — 300%-ით 9 წელი VS 14 წელი — ვადარებთ სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრს ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტურული ბარიერები ემუქრება- EU-ს ანგარიში 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X



