06.10.2026 თუ გაინტერესებს , როგორ იქმნება ციფრული პროდუქტი , აპლიკაცია ან სერვისი , რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ , ახლა სწავლის დაწყების კარგი დროა, თიბისი კამპუსი კი სწორი ადგილია განათლებისთვის. 18-24 წლის სტუდენტებს თიბისი კამპუსში პროდუქტის მოდულზე დარეგისტრირება 15 ოქტომბრის ჩათვლითაა შეუძლიათ . პროდუქტის მოდული სამ კურსს აერთიანებს: UI/UX დიზაინი , პროდუქტის მართვა, პროდუქტის დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ იქმნება მომხმარებელზე მორგებული მარტივი, ციფრული გამოცდილება. ასევე, ისწავლიან როგორ ვითარდება პროდუქტი იდეიდან რეალურ შედეგამდე.
პროდუქტის მიმართულებით სწავლის დასაწყებად წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის . კამპუსში სწავლა მხოლოდ თეორიას არ ეფუძნება, კურსები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებს აერთიანებს, მონაწილეებს ცოდნას სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები გაუზიარებენ. თიბისი კამპუსი სტუდენტებისთვის შექმნილი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა , რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღებისა და სფეროს პროფესიონალებისგან სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.
ორი წლის განმავლობაში კამპუსის კურსები უკვე 1000-მდე ახალგაზრდამ დაასრულა.
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ბიზნესშოუ – Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი 06.10.2026 თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს 06.10.2026 სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა 06.10.2026 პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე 06.10.2026 პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 06.10.2026 ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი 06.10.2026 ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს X



