06.10.2026 ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც მზაობას გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. „თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის.
იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,,სხვაში’’ მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე… დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.
მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება“, – წერს ელიზბარაშვილი.
ელიზბარაშვილი: მომეცით უფლება, დავრეკო ლოგინად ჩავარდნილ დედასთან ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებს ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა – ადვოკატი „ხელი შემახეს და მაგინეს“ – რას ჰყვება ელიზბარაშვილი დაპირისპირებაზე 06.10.2026 სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა 06.10.2026 პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე 06.10.2026 პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 06.10.2026 ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი 06.10.2026 ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს 06.10.2026 პაპუაშვილი დავითაძის საქმის გაშუქების გამო ონლაინმედიებს აკრიტიკებს X



