06.10.2026 06.10.2026 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და სხვა ქვეყნებთან ერთად, მასში საქართველოს დაბრუნებასაც მოიაზრებს, სადაც ახლა მინისტრის თქმით, დიდ აქტივობას ხედავენ. „არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთხელ თქვა: მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. გერმანელისთვის ეს გაოცებას იწვევს, რადგან ეს ნამდვილად არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა.

მაგრამ თუ ასე მივიღებთ – თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მას [პუტინს], სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს. ეს ნიშნავს, რომ აშკარად არსებობს პრეტენზია, იდეა, წარმოდგენა იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო. ამაში შედის უკრაინა, ამაში შედის ახლა საქართველოც, სადაც დიდ აქტიურობას ვადევნებთ თვალს. ამაში შედის მოლდოვაში ვითარების არევა და რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთიც კვლავ შევიდოდა. ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ – პაპუაშვილი ულტრამემარჯვენე AfD-მა დამაჯერებლად გაიმარჯვა აღმოსავლეთ გერმანიაში, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა პუტინმა ფაშინიანს EAEU-დან გამოსვლის საკითხზე „თემის დახურვისკენ“ მოუწოდა 06.10.2026 თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს 06.10.2026 სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა 06.10.2026 პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე 06.10.2026 პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 06.10.2026 ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი 06.10.2026 ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს X