06.10.2026 06.10.2026 ნარკოდანაშაულის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს. დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც. ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).
ნოდარ ჩაჩუასთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნოდარ ჩაჩუა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. მან ტელევიზია 2024 წლის ნოემბერში დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსვლის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ნოდარ ჩაჩუა 2018 წლის მაისში იყო დაკავებული , თუმცა მალევე გაათავისუფლეს . მაშინ „ბათუმელები“ წერდა, რომ მათი ინფორმაციით, ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.
გათავისუფლების შემდეგ ჩაჩუამ განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.
დაურ ბუავას საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით შემოტანის ბრალდებით ყაზბეგში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს ბოლო 48 საათში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს 06.10.2026 თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს 06.10.2026 სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა 06.10.2026 პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე 06.10.2026 პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 06.10.2026 ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი 06.10.2026 პაპუაშვილი დავითაძის საქმის გაშუქების გამო ონლაინმედიებს აკრიტიკებს X



