ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიაში წილი 3 მილიონ ლარად გაყიდა 28 სექტემბერი, 2026 პოლიტიკა პუბლიკა 17:31, 28 სექტემბერი, 2026 28 სექტემბერი, 2026 ყოფილმა დეპუტატმა, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიაში წილი 3 მილიონ ლარად გაასხვისა. თამაზაშვილი „ ვაინ კახეთის“ 22.5%-ის წილის მფლობელი იყო. წილი ბიზნესპარტნიორმა რობი ქევხიშვილმა იყიდა, რომელიც მანამდე კომპანიის 43%-იან წილს ფლობდა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ – ლევან ზილფიმიანი (22.5%), გიორგი ხითარიშვილი (8%) და შალვა მერებაშვილი (4%).
მისივე თქმით, ვინაიდან უწევს თავისი ოჯახის ინტერესების დაცვა, მიმდინარე პროცესებში „მეგობრების და პარტნიორების გარევა უსამართლობა იქნებოდა“, ამიტომ მათ წინაშე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ამჯობინა. Reportal. ge-ზე გამოქვეყნებული უახლესი, 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, შპს “ ვაინ კახეთის” შემოსავალი 7.2 მილიონ ლარს შეადგენდა, აქტივების ღირებულება კი – 36.4 მილიონ ლარს.



