28.09.2026 28.09.2026 სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისში, ისანში მდებარე 81-ე სკოლაში, სადაც დღეს მოსწავლეები და მათი მშობლები შეიკრიბნენ. როგორც ისინი მედიასთან ამბობენ, სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ერთ-ერთ კლასში გაკვეთილის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა.
მშობლები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, სად გააგრძელებდნენ ბავშვები სწავლას: „ერთი კვირაა ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ, ვთქვათ, ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ, სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ტვ პირველთან“. „ტვ პირველის“ ცნობით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი რამდენიმე მშობელს შეხვდა.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



