28.09.2026 28.09.2026 რეგიონული მედია „მთავარი ამბების“ ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო, ინფექცია განუვითარდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. „წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე სპორტდარბაზში სხვა ბავშვს მისდევდა, რა დროსაც სპორტდარბაზის კარი მიიხურა და კარზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულ-მკერდის არეში გამოედო. მოგვიანებით მოსწავლეს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს“, — წერს „მთავარი ამბები“.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



