ბოჭორიშვილი გაეროს სესიის ფარგლებში წელსაც შეხვდა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრს 25 სექტემბერი, 2026 პოლიტიკა პუბლიკა 22:37, 25 სექტემბერი, 2026 25 სექტემბერი, 2026 მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში წელსაც შეხვდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს . ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, შეხვედრა ბელარუსული მხარის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ბოჭორიშვილი რიჟენკოვს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში 2025 წელსაც შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილი ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 25 სექტემბერი, 2025 მედია: საქართველოში დააკავეს ბელარუსი ლევ მიხეევი, რომელიც 5 წელი ელოდებოდა თავშესაფარს 25 სექტემბერი, 2026 ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მაქსიმ რიჟენკოვი