25.09.2026 25.09.2026 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩაითვალოს. TI-ს განცხადებით, ივლისში მათ დაუკავშირდა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ექსპრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მიაწოდა ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის და ტელეკომპანია „იმედის“ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TI-მ თავის მიგნებები და სამართლებრივი შეფასებები დღეს, 25 სექტემბერს, გამოაქვეყნა .
„ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი , თუნდაც თვეში 1 ლარიდან. წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.



