სამინისტრო იუწყება, რომ გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო. ამავე დროს, სამინისტრო აცხადებს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო. „ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა.
ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება. აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ.
სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება. უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.
თბილისის 21-ე სკოლას დანგრევის ნაცვლად შეაკეთებენ, მისაქციელის სკოლას – დაანგრევენ ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ 27.09.2026 აფხაზეთში რუსი ექიმის ცემის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება 26.09.2026 სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის 26.09.2026 შსს: ლევ მიხეევმა საქართველო მისთვის უსაფრთხო, მესამე ქვეყნის მიმართულებით დატოვა 26.09.2026 მანიპულაცია — რეალურად რამდენით გაიზარდა აგროწარმოება 2012 წლის შემდეგ?



