30.10.2026 30.10.2026 ჰაკერებმა მსოფლიოს უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟიდან, Binance-დან, 6.3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. ანალიტიკოსების თქმით, ამ რეკორდული ძარცვის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას, რამაც შესაძლოა ციფრული აქტივების მიმართ ნდობა შეარყიოს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ამბავმა კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა გამოიწვია. Binance-მა შეაჩერა თანხის გატანა და განაცხადა, რომ ზარალს თავად დაფარავს.

მოპარული აქტივების დაახლოებით ნახევარი სწრაფად გაყინეს სტეიბლკოინების ისეთმა ემიტენტებმა, როგორებიცაა Tether, Circle და ტრამპის მიერ მხარდაჭერილი World Liberty Financial. აშშ-ის ბლოკჩეინ ანალიტიკური ფირმების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის თანახმად, ძარცვის ძირითადი ნაწილი ხუთშაბათს გვიან ღამით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში განხორციელდა და ის ჩრდილოეთ კორეის მიერ წარსულში განხორციელებულ დიდ თავდასხმებს ჰგავს.

TRM-ის განცხადებით, თავდამსხმელებმა შეძლეს Binance-ის საფულეების დაცარიელება და თანხის ჰაკერების მიერ კონტროლირებად საფულეებში გადატანა, რაც 2025 წელს კრიპტობირჟა Bybit-ის ძარცვის იდენტურია (რომელშიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფხენიანი დაადანაშაულა). „TRM თავდასხმას … ჩრდილოეთ კორეის ელიტურ ჰაკერულ დაჯგუფებას უკავშირებს“, – ნათქვამია ფირმის ვებსაიტზე. როგორც TRM, ისე Chainalysis აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, პასუხისმგებელი ჩრდილოეთ კორეაა.

“როიტერის” სტატიის მიხედვით, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლების, ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა წლების განმავლობაში იყენებს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კიბერდანაყოფებს ჯაშუშობისთვის, ფინანსური ძარცვისა და შემოსავლების მისაღებად. ჩრდილოეთ კორეა ამას რეგულარულად უარყოფს. Binance-ის განცხადებით, მომხმარებელთა სახსრები უსაფრთხოდაა და ის პარტნიორებთან ერთად მუშაობს დაზარალებული აქტივების ნაწილის გასაყინად. ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია ლოკალიზებული. ბირჟა თანხის გატანის სერვისების აღდგენას მომდევნო 48 საათში გეგმავს. დარჩენილი 3.

3 მილიარდი დოლარის სტატუსზე კომპანიას არ უსაუბრია. „თქვენი ფული უსაფრთხოდაა და ჩვენ ვფარავთ ყველა დანაკარგს“, – დაწერა თანააღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა X-ზე. „ჩვენს გამოძიებას პასუხისმგებლობა რომელიმე კონკრეტული პირისთვის არ დაუკისრებია.“ „ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმა“ ,- განაცხადა მარკეტ-მეიკერ GSR-ის წარმომადგენელმა არავინდ შრინივასანმა. ბიტკოინის ფასი დაეცა ექვსი კვირის მინიმუმამდე, $76,368-მდე, ხოლო ეთერიუმის ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა და ორთვიან მინიმუმს, $2, 178-ს მიაღწია, სანამ ბაზრები დასტაბილურდებოდა.

CoinGecko-ს მონაცემებით, BNB-ის ტოკენი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით დაეცა და $709.70 შეადგინა. კრიპტობირჟა Coinbase Global-ის აქციები 4.8%-ით შემცირდა, ხოლო ბიტკოინების მყიდველი MicroStrategy-ის აქციები აშშ-ის ვაჭრობაში თითქმის 6%-ით დაეცა. სააგენტოს ცნობით, პირველადი გამოძიება მიუთითებს, რომ შეღწევა შესაძლოა დაიწყო Binance-ის ერთ-ერთი ინჟინრის გატეხილი ლეპტოპიდან, რამაც თავდამსხმელს საშუალება მისცა კომპანიის სისტემაში შეეღწია და არაავტორიზებული გატანის ოპერაციები განეხორციელებინა.

მარკ კარპელესმა, Mt Gox-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, წვდომა მოიპოვეს Binance-ის სულ მცირე ორი საფულის პირად გასაღებებზე. უსაფრთხოების დარღვევას, სავარაუდოდ ,უფრო ფართო შედეგები ექნება კრიპტო ინდუსტრიისთვის. „ამან შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს რისკის მიმართ მადა და აიძულოს ინვესტორები, გადააფასონ ცენტრალიზებულ ბირჟებზე განთავსებული აქტივების უსაფრთხოება“, – განაცხადა ტიმ სუნმა HashKey Group-დან. Binance-ს გლობალურად 335 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 162. 8 მილიარდი დოლარის აქტივებს ინახავდა.

კომპანია მართავს უსაფრთხო აქტივების ფონდს – 1 მილიარდი დოლარის რეზერვს ბიტკოინში, რომელიც უსაფრთხოების დარღვევისას მომხმარებელთა დასაცავადაა განკუთვნილი. ტენგის თქმით, ზარალს ფონდი „და კომპანიის სახსრები“ დაფარავს. ამოღებულია 83 903 დოლარი, 79 600 დოლარის კრიპტოვალუტა – დააკავეს კრიპტოკომპანიის მენეჯერი სებ-მა 13 კრიპტო-პროვაიდერი დააჯარიმა, მათ შორის სესიაშვილის და პაპაშვილების კომპანიები მესტიაში კიდევ 17 მაინერი ამოიღეს მესტიაში, 6 სხვადასხვა ადგილიდან 148 ე.წ.

მაინერი ამოიღეს – შსს 02.11.2026 პრემია „ლიტერა“ 2026 -ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია 02.11.2026 დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი 02.11.2026 RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა 02.11.2026 გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 02.11.2026 თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით 02.11.2026 ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურა X