29.10.2026 29.10.2026 რუსული მედიისა და ტელეგრამ არხების ცნობით, ავიაკომპანია „აზიმუტის“ Superjet-მა სომხეთის ცაზე განგაშის სიგნალი ჩართო. კომპანია „აზიმუტის“ ბორტმა 7700 სიგნალი გასცა, რაც საგანგებო სიტუაციას ნიშნავს, აზუსტებს Shot. თვითმფრინავი ერევანში, ზვართნოცის აეროპორტის მიმდებარედ წრეებს არტყამდა, რის შემდეგაც იქვე დაეშვა. Shot-ის ცნობით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ბორტზე, სავარაუდოდ, 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ცმობილია, ეს რუსული ავიაკომპანია საქართველოშიც დაფრინავს.
ის რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან (მათ შორის: მოსკოვი, მინერალნიე ვოდი, უფა) რეგულარულ პირდაპირ ფრენებს ასრულებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით. კომპანია ფრენებს ასრულებს რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100 ტიპის თვითმფრინავებით, რაც მას დასავლური საავიაციო სანქციებისა და ემბარგოს (მაგალითად, Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებზე დაწესებული შეზღუდვების) გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
რუსული Red Wings თბილისიდან მოსკოვში დაგეგმილზე პატარა თვითმფრინავით მიფრინავს მოსკოვიდან თბილისისკენ გამოფრენილი აზიმუტის თვითმფრინავი უკან გაბრუნდა „აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს „ჯორჯიან ეარვეისი“ პეტერბურგშიც იფრენს 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X



