29.10.2026 29.10.2026 29 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტი ორ დღეს, 29 და 30 ოქტომბერს გაგრძელდება. აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასადოვს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა.
ასევე დაგეგმილია ალი ასადოვისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს საქართველოში თან ახლავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების მინისტრები.
კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდა ალიევის ყოფილი სიძე აზერბაიჯანში პირველ კაზინოს გახსნის “აზერბაიჯანში დაკავებული სომხების მოსანახულებლად პარტნიორ ქვეყნებს მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ” ჰიჯაბის აკრძალვა თურქეთ-აზერბაიჯანის უთანხმოების მიზეზი გახდა 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X



