29.10.2026 29.10.2026 მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის ამ დრომდე უცნობ მასალებს ყიდულობს. „აღნიშნულ მასალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ პოეტის ადრეული შემოქმედების, მისი შემოქმედებითი განვითარებისა და ინტერესების შესწავლაში. მასალები შეიცავს ახალ ინფორმაციას, რომელიც ავსებს გალაკტიონის შემოქმედების შესახებ არსებულ ცოდნას და მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და პოეზიის მეცნიერული კვლევისთვის“, — ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე.

მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელ მასალებს პოეტის ძმის შვილიშვილის, გიორგი ტაბიძისგან ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 78000 ლარია. შესასყიდ მასალებში შედის 1907 წლის ჩანახატების რვეული, სადაც გალაკტიონს შესრულებული აქვს სხვადასხვა მწერლისა და მოღვაწის პორტრეტი: ანტონ ფურცელაძის, ნაპოლეონის, ივან კრილოვის, მიხაილ ლერმონტოვის, ჩარლზ დიკენსის, ჩარლზ დარვინის, ილია ჭავჭავაძის და ა.შ. აქვეა ნარკვევი ხელოვნებისა და სალექსო ფორმების შესახებ; ჩანაწერები, ლექსები, პოემა, ავტოგრაფები, მინაწერები და სტატიაც ახოსპირელის ლექსების კრებულზე.

ბრიტანელმა ქართველოლოგმა, დონალდ რეიფილდმა უარი თქვა მწერალთა სახლის ჯილდოზე მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის შვილი ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი “მწერალთა სახლმა” ლიტერატურული პრემიის შესახებ პოსტზე კომენტარები შეზღუდა 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X