29.10.2026 29.10.2026 იტალიის სენატის სხდომაზე დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საკუთარ გამოსვლაში სენსიმ ვრცლად ისაუბრა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერი გამოგონილი მიზეზით წელიწად-ნახევრიანი პატიმრობით დასაჯა, ციხეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. „დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ის სამედიცინო დაწესებულებაში ინვალიდის ეტლით, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი იერით. თუმცა მაინც პოულობს ძალას დაიყვიროს, რომ გაუძლებს და იბრძოლებს ბოლომდე, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად ორ თითს აღმართავს და წინააღმდეგობის ნიშნად მუშტს კრავს“, — განაცხადა იტალიელმა სენატორმა. გამოსვლისას ფილიპო სენსიმ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

მან აღნიშნა, რომ უკვე 700 დღეა, რაც ახალგაზრდები თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ. სენატორმა ასევე გაამახვილა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის უწყებები მთავარი ოპოზიციური პარტიების გაუქმებას გეგმავენ, რაც რეჟიმისთვის სასურველ შედეგს წარმოადგენს. იტალიელმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა იტალიის მთავრობის ამჟამინდელი პოზიციაც.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ევროპელებს “შემრიგებლურ” სახეს აჩვენებს და იტალიის მთავრობაშიც პოულობს დიალოგისა და თანამშრომლობის სივრცეს, ეს ყველაფერი ასობით დაპატიმრებული ადამიანის თავისუფლების ფასად ხდება. „რასაც ვითხოვ, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ციხეში საკუთარი იდეების გამო იმყოფებიან იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს გამიზნული“ ,— დასძინა სენსიმ.

სიტყვის დასასრულს იტალიელმა დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში წინააღმდეგობას განაგრძობენ და ელენე ხოშტარია შეუდრეკლობის მაგალითად მოიყვანა. გამოსვლა ფილიპო სენსიმ ქართული სიტყვით — „გაუმარჯოს!“ — დაასრულა. ფილიპო სენსი არის იტალიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი, იტალიის სენატის წევრი (წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ „დემოკრატიულ პარტიას“). წარსულში სენსის უმუშავია იტალიის პრემიერ-მინისტრების, მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის პრესსპიკერად.

ხოშტარია: ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველო ხოშტარია კლინიკაში მიიყვანეს, ის ეტლით გადაადგილდება ამას ჰქვია ღალატის პროცესი – ხოშტარია პარტიების აკრძალვის პროცესებზე 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X