30.10.2026 30.10.2026 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს შირაქის ოლქის გუბერნატორის, დავით არუშანიანის განცხადებაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. ზახაროვამ არუშანიანის გამონათქვამებს „უხეში და ნეონაცისტური“ უწოდა. საუბარია გუბერნატორის განცხადებაზე, რომელშიც მან ოპოზიციის მიერ გიუმრის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს „მორიგი პოლიტიკური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა: “გიუმრი თქვენი რუსული პროვინცია არ არის და მისი მცხოვრებლები „ივანები“ არ არიან.

ღონისძიებები ოპოზიციურმა მოძრაობამ [„ძლიერი სომხეთი“] გამართა. „ასეთ აშკარად უხეშ და ნეონაცისტურ მოწოდებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ თავმოყვარე საზოგადოებაში, მით უმეტეს, სომხურში, რომელიც ასე ფაქიზად ეკიდება ისტორიისა და საკუთარი წარსულის საკითხებს. ველოდებით სომხეთის ხელისუფლების შესაბამის და მკაფიო რეაქციას“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, არუშანიანის განცხადება შეურაცხმყოფელია სომეხი ხალხისთვისაც, რომლის წარმომადგენლებს შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის მარშალი ივან ბაგრამიანი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც თავად აირჩიეს რუსული სახელი.

ზახაროვამ ჩამოთვალა რამდენიმე მათგანი: ადმირალი ივან ისაკოვი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ივან ტევოსიანი, მხატვარი ივან აივაზოვსკი, იუველირი ივან ლაზარევი და საბჭოთა დაზვერვის წარმომადგენელი ივან აღაიანცი. ამასთან, ზახაროვას მტკიცებით, საბჭოთა არმიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ეთნიკური სომეხი მსახურობდა.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა “ბოლოს და ბოლოს, რომელ გაერთიანებაში აპირებს სომხეთი ინტეგრაციას?” – ზახაროვა “აზერბაიჯანში დაკავებული სომხების მოსანახულებლად პარტნიორ ქვეყნებს მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ” სომხეთი ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას გეგმავს 01.11.2026 რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ 31.10.2026 მიგრაციის დეპარტამენტი 61 უცხოელს აძევებს 31.10.2026 ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“ 31.10.2026 აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა 30.10.2026 სამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე 30.10.2026 OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო X